კონსერვატული პარტიის ლიდერმა რიში სუნაკმა არჩვენებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის „რთული ღამე იყო“. აქვს ბევრ რამეზე დასაფიქრებელი. ამის შემდეგ ის დიდი ბრიტანეთის მეფესთან ჩარლზ მესამესთან შესახვედრად წავიდა. შეხვედრის დასრულების შემდგ გაკეთებულ განცხადებაში რიში სუნაკმა თქვა, რომ ტოვებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
„ამ სამსახურს დავუთმე ყველაფერი, მაგრამ თქვენ მომეცით მკაფიო სიგნალი და თქვენი გადაწყეტილებაა ერთადერთი მნიშვნელოვანი. ეს რთული დღეა, მაგრამ მე ვტოვებ სამსახურს ღირსებით, რომ ვიყავი მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის პრემიერი“. თქვა რიში სინაკმა.
ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, კირ სტარმერმა, მეფესთან ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ ამ ქვეყნის პრემიერის თანამდებობას დაიკავა.
ასევე ნახეთ ბრიტანეთში 14 წლის შემდეგ ხელისუფლება იცვლება - რას უნდა ნიშნავდეს ჩვენთვის?ლეიბორისტების გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთში კონსერვატორული პარტიის 14 წლიანი მართვლის პერიოდი.
ასევე ნახეთ ბრიტანელმა ლეიბორისტებმა თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს4 ივლისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები.