ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, კირ სტარმერმა, რომელიც ამ ქვეყნის პრემიერის თანამდებობას დაიკავებს, განაცხადა 5 ივლისს, რომ „ცვლილებები ახლა იწყება".
ლეიბორისტების გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთში კონსერვატორული პარტიის 14 წლიანი მართვლის პერიოდი.
სტარმერი და მისი პარტია ბევრი თემის მიმართ ახლებურად მიდგომას აპირებს, მაგრამ ისინი არ შეცვლიან წინამორბედი მთავრობას დამოკიდებულებას - დიპლომატიური და ფინანსური დახმარების კურსს უკრაინისადმი, რომელსაც რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი აქვს 2022 წლის თებერვლის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ამ პოლიტიკის უწყვეტობას და მადლობა გადაუხადა კონსერვატორებს, ხოლო ლეიბორისტებს მიულოცა გამარჯვება.
61 წლის სტარმერი ეწვევა ბაკინგემის სასახლეს, შეხვდება მეფე კარლს და შეუდგება პრემიერის მოვალეობის შესრულებას.
Chatham House-ის - ლონდონის ანალიტიკური ცენტრის მკვლევარი უკრაინისთვის მხარდაჭერას უწოდებს „დიდ ბრიტანეთში კონსენსუსის ერთ-ერთ მოულოდნელ სფეროს“.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატიურ პოსტს დაიკავებს წლის ბოლოს, მიულოცა სტარმერს და მაღალი შეფასებას მისცა „დიდი ბრიტანეთის ერთგულებას საერთო უსაფრთხოებისადმი“.
ასევე ნახეთ ბრიტანეთში 14 წლის შემდეგ ხელისუფლება იცვლება - რას უნდა ნიშნავდეს ჩვენთვის?