დაღესტნის შემდეგ ნიქაბის აკრძალვას ყარაჩაი-ჩერქეზეთშიც დაუჭირეს მხარი

საილუსტრაციო ფოტო. ქალები ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში ატარებენ ნიქაბს, ისლამური თავსაბურს, რომელიც მთელ სახეს ფარავს

ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაციამ რესპუბლიკაში ნიქაბების ტარების დროებითი აკრძალვა დააწესა. როგორც საინფორმაციო პორტალი “ერბეკა” იუწყება, მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება დაღესტნის მუფთიატმა მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, აკრძალვა ძალაში დარჩება " მანამ, სანამ გამოვლენილი საფრთხეები არ აღმოიფხვრება და მიღწეული არ იქნება ახალი თეოლოგიური დასკვნა”.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუფთმა და ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარემ ისმაილ ჰაჯი ბერდიევმა განაცხადეს, რომ დადგენილება მიღებულია ცენტრალური მუფთიატის საბჭოს დადგენილების შესაბამისად.

3 ივლისს დაღესტნის მუფთიატმა დროებით აკრძალა ნიქაბის ტარება "მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხის" გამო. "ყველა რელიგიური ადამიანი მთელი რუსეთის მასშტაბით ფრთხილობს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მაგრამ მე მას ვუპასუხებ. ნიქაბის აკრძალვის შესახებ ჩვენ ფატვას დავაწესებთ. ჭეშმარიტება იქნება მხოლოდ ერთი. ყურანი გვასწავლის, რომ ჭეშმარიტება ერთია, სხვა დანარჩენი კი გაუგებრობაა",–განაცხადა რესპუბლიკის მუფთმა აჰმად-აფანდი აბდულაევმა.

რელიგიური სამოსის შესახებ დისკუსიები რუსეთში გააქტიურდა დაღესტანში ეკლესიებსა და სინაგოგებზე მომხდარი თავდასხმების, ასევე როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლების აყვანის ფონზე.

ნიქაბის აკრძალვის აუცილებლობის შესახებ საკითხი რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ფადეევმა მაისის ბოლოს წამოჭრა. მას მხარი დაუჭირა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბასტრიკინმა, რომელმაც, კერძოდ, განაცხადა: "სახელმწიფო სათათბიროს ამოცანაა მიიღოს კანონი, რომელიც ნიქაბის ტარებას კრძალავს."

ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში ქალები ატარებენ ნიქაბს, ისლამური თავსაბურს, რომელიც მთელ სახეს ფარავს.

ასევე ნახეთ

სად იკრძალება ნიქაბი და ბურკა

23 ივნისს დაღესტანში თავს დაესხნენ პოლიციელებს, ეკლესიასა და სინაგოგას, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, პოლიციელები, მღვდელი და რელიგიური შენობების დაცვის თანამშრომლები.

ასევე ნახეთ

კადიროვი გამოვიდა მოწოდებით, დახოცონ ტერორიზმში მონაწილეთა ნათესავები