ნაკრების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.
"ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განამვლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა", - წერია გურამ კაშიას განცხადებაში, რომელსაც ფედერაცია ციტირებს.
23 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონს ჰპირდება