თბილისში, მთაწმინდაზე, ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, იწვის ბალახი და ბუჩქები. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, „მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები“.
ხანძარი მთაწმინდაზე. 4 ივლისი, 2024 წელი
განახლება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.
სახანძრო სამუშაოებში ჩართული ვერტმფრენი
16:00 საათზე რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი ვერტმფრენების ჩართულობით ჩააქრეს.