საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. ნინო თარხნიშვილი დათო ქორიძე
ფეხბურთით მოხატული სხეული
Your browser doesn’t support HTML5
ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გულშემატკივრებმა სხვადასხვა ფორმით დაიმახსოვრეს. მხოლოდ ფოტო და ვიდეო კადრები მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ამ ისტორიული დღეების სიმბოლოები მათ სამუდამოდ აღიბეჭდეს სხეულზე ტატუების სახით.