„ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი, სამხედრო ბაზის მიმდებარედ... აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული სუ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი რა სწავლება იყო.
გარდაიცვალა ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და, დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება“, - თქვა დიმიტრი მოდებაძემ.
ასევე ნახეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდაავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყებაში ადასტურებენ, რომ თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული.
ასევე ნახეთ ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართულიშემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. სამხედრო თვითმფრინავის, სუ-25-ის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია „ინფო რუსთავმა“ 13:25 საათზე გაავრცელა.