მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან 26 უცხოელი გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტი

მიმდინარე წლის ივნისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე 26 ადამიანი გააძევა. მათმა ნაწილმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულებით გააძევეს.

გაძევებულებს შორის იყვნენ ირანის, პაკისტანის, იორდანიის, ერაყის, რუსეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ნიგერიის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.