პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ამოქმედდება უსაფრთხოების ყვითელი დონე.
"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
პარლამენტი შეზღუდვას "სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით" ხსნის.
საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების ზომები 15 აპრილს, ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დაწყების პარალელურად გაამკაცრა. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად შეიზღუდა ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ მიეცათ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენისა და გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ არც იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვთ.
ასევე ნახეთ აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში - სახალხო დამცველი