27 ივნისს ბრიუსელში დაიწყება ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი, რომელზეც უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
დოკუმენტი ეხება არა მხოლოდ კიევისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, არამედ ფინანსურ მხარდაჭერას, ევროინტეგრაციას და თანამშრომლობის სხვა სფეროებს, იუწყება Deutsche Welle.
ასევე ნახეთ
ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელიგარდა ამისა, სამიტის დროს უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის ახალი ლიდერები.
გერმანელი პოლიტიკოსი ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას კიდევ ერთი ვადით უხელმძღვანელებს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელიც ჟოზეპ ბორელს შეცვლის. ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი გახდება პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა. მანამდე ეს პოსტი ბელგიელ პოლიტიკოს შარლ მიშელს ეკავა.
27 ივნისს ბრიუსელის სამიტზე ურზულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერს წარედგინება.
- ევროპარლამენტის 6-9 ივნისს გამართულ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიმარჯვა. ამ არჩევნების შედეგად, ფონ დერ ლაიენს, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელია, (CDU არის EPP-ის ნაწილი), უფლება მიეცა კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს კავშირის აღმასრულებელ ინსტიტუტს.
ასევე ნახეთ
ევროპარლამენტის არჩევნების ანალიზი: ცენტრისტებმა უმრავლესობა შეინარჩუნეს