„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონს გადასცემს

საქართველომ პორტუგალიას ანგარიშით 2:0 მოუგო.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის გამო. პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებას ავრცელებენ ტელეკომპანიები „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს“, - წერია ამ სამ ტელეარხზე გავრცელებულ განცხადებაში.

23 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში.

ასევე ნახეთ „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონს ჰპირდება

26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ასევე ნახეთ ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრები "ევრო 2024-ის" მერვედფინალში გავიდა

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.