წელს ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. სწორედ მისი ჩასვლა გააპროტესტა ბერლინში მცხოვრებმა ქართულმა დიასპორამ.
„Ჩვენ ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. მათი თქმით, მთავრობას „აგენტების კანონის“ მიღებით ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს და საფრთხეს უქმნიან ევროპულ მომავალს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოდან ჩასული სტუმრებიც. მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია. ასევე, სახელმწიფო ენერგეტიკული ფონდის - ენერგეტიკის განვითრების ფონდის დირექტორის მრჩეველი ანუკი ბატიაშვილი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე.
დახურულ შეხვედრაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. რადიო თავისუფლება ცდილობს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ბერლინში გამართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების დამსწრეები.