Black Sea Arena ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზი არაა ახსნილი, მხოლოდ ის წერია, რომ ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად.
25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა "სირცხვილიამ" მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ "საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას" და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი.
ასევე ნახეთ "კონცერტამდე გაეცანით საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას" - მიმართვა Massive Attack-სმოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში საუბარი იყო "ოლიგარქიულ მმართველობაზე", "აგენტების კანონზე", საკონსტიტუციო ცვლილებაზე - "ანტი-ლგბტ კანონზე", "ოფშორების კანონსა" და "ძალადობრივ რეპრესიებზე". მათი თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, მთავრობა დემონსტრაციების დროს "სისასტიკით პასუხობს.
ჯგუფს, სწერდა საქართველოს ასობით მოქალაქე, უარი ეთქვა საქართველოში კონცერტის გამართვაზე.
3 მაისს მუსიკალურმა ჯგუფმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ სტუდენტებს, რომელებიც მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებში.
ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე იყო დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.
განახლება:
მოგვიანებით ჯგუფმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ახსნა, რომ დაგეგმილი კონცერტი საქართველოს მთავრობის მოქმედებების მიმართ პროტესტი გამო გააუქმა.
ასევე ნახეთ MASSIVE ATTACK-მა საქართველოში კონცერტი ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად გააუქმა