სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს შვიდი უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურები - “დიდი შვიდეული” აპულიაში შეხვედრაზე იმსჯელებენ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის მოხმარების პროცესის დაჩქარების გარშემო.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ 11 ივნისს განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა. „ახლა ჩვენ რუსეთს ვაიძულებთ გადაიხადოს“, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში.
გერმანიის დედაქალაქში მიმდინარეობს კონფერენცია, რომელიც ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის გზებზე მსჯელობს.
უკრაინას რუსეთის არმია თავს დაესხა 2022 წლის 24 თებერვალს, რასაც ცოცხალი ძალის დანაკარგის გარდა მოჰყვა ბევრი ქალაქის და სოფლის განადგურება. ომი დიდ ზარალს აყენებს უკრაინის ეკონომიკას.
ასევე ნახეთ ბერლინის კონფერენციის წინ გადადგა უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელი