საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული „უსაგნო და უარგუმენტო“ სანქციები იმის დასტურია, რომ მსოფლიოს ცვლილებები სჭირდება და „რაღაც გადატვირთვა“ უნდა მოხდეს.
„ეს ლიბერალური ფაშიზმი, რაც გამეფებულია მსოფლიოში დიდხანს ვერ გასტანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის არჩევნები თავის შედეგს მოიტანს და ეს ლიბერალური ფაშიზმი დამარცხდება. ასვე ველოდები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დიდი ცვლილებები მოხდება არჩევნების შემდეგ იმიტომ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. უსამართლობის ზეიმი და ზენიტია“ - თქვა ირაკლი ზარქუამ.