აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. ის წერს, რომ ამ ამბავს „ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ“.
„მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო!
ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით.
არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!“, - წერს მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა "აგენტების კანონის" ხელმეორე ინიციირების შესახებ. ის იყო ასევე ამ კანონპროექტზე მომხსენებელი საპარლამენტო კომიტეტში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას მონაწილეობა არ მიუღია 28 მაისის კენჭისყრაში, როცა პარლამენტმა "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ 84 ხმით მიიღო. კანონი ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ.
ასევე ნახეთ ხუნდაძემ აშშ-ის სანქციებს „დასავლური დემოკრატიის შავი დღე“ უწოდააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები, სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წევრებს და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.
ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებსსახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.
ასევე ნახეთ წილოსანი აშშ-ის სანქციებზე: „მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“