გაზის იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო - ცვლილება 7 ივნისს ამოქმედდა

პნევმატური იარაღი

პნევმატური იარაღი

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, გაზის (აირის) იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობაა საჭირო. ცვლილება დღეს, 7 ივნისს, ამოქმედდა.

შს მინისტრის ბრძანებაში, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, შესული ცვლილებით, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, საჭიროა, მომსახურების სააგენტოში შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან წარადგინოს თანხმობა.

თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს პოლიციაში დაბარებული პირის არგამოცხადება ან/და საცხოვრებელ ადგილზე (იარაღის შენახვის ადგილზე) მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება.

ასევე ნახეთ “სისტემური ხარვეზია” - საქართველოში ახალშეძენილი იარაღის რეგისტრაცია შეჩერებულია