პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, პრაქტიკულად, სრულად რუსულის ასლია, ამის შესახებ ნათქვამია კრიზისული ჯგუფის, СК SOS-ის რუსეთის ორგანიზაციის განცხადებაში. ორგანიზაცია ლგბტ თემის წარმომადგენლებს ეხმარება სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 4 ივნისს, წარმოადგინა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტების პაკეტი შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ - და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელთა მეშვეობით ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
„ეს კანონი თითქმის სრულად იმეორებს რუსულს და მოიცავს 'ლგბტ პროპაგანდის', 'სქესის შეცვლის' და საჯარო ღონისძიებების აკრძალვას. ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონები რუსეთში 2013 წლიდან მიიღებოდა, სწორედ მაშინ დაამტკიცა სახელმწიფო დუმამ არასრულწლოვანებში 'ლგბტ პროპაგანდის' აკრძალვა, ახლა ასაკობრივი შეზღუდვა აღარ არის - აკრძალულია საუბარი სხვადასხვა იდენტობაზე. საქართველოს მმართველმა პარტიამ პრაქტიკულად ქართულად თარგმნა რუსეთში ბოლო ათ წელში მიღებული ყველა ჰომოფობიური კანონი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ რუსეთში ტელეკომპანია დააჯარიმეს "ლგბტ პროპაგანდისთვის"უფლებადამცველები მიუთითებენ „აკრძალვაზე, რომელიც ყველას შეეხება“, ესაა ისეთი შინაარსის აკრძალვა, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც „ერთნაირი სქესის მქონეთა ურთიერთობების ან ინცესტის პროპაგანდა“.
„რუსეთში ფორმულირების ბუნდოვანებამ გამოიწვია ის, რომ დაიწყო კანონის, როგორც რეპრესიული მექანიზმის გამოყენება ყველა არასასურველის და არა მხოლოდ ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კანონპროექტები პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდება, მეორე და მესამე მოსმენით კი - საშემოდგომო სესიაზე.