„რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს“, - წერია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა „გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად“.
„პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად“, - აცხადებენ პარტიაში.
კიდევ ერთი პარტია, რომელიც უარს ამბობს ამ ქარტიაზე ხელმოწერით შეერთებაზე, პარტია „გირჩია“. პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ქარტიის იდეას მხარს უჭერენ.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის "ქართული ქარტიის" ძლიერი და სუსტი მხარეებისაქართველოს პარლამენტმა 28 მაისს, ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. მანამდე ორი დღით ადრე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტმა წარადგინა „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის „სხვანაირ ერთობას“ გულისხმობს.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. დოკუმენტი თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც საზოგადოებისთვის დღეს ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
ასევე ნახეთ რეფორმები, რომლებსაც პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, ითვალისწინებსდღეს, 3 ივნისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიები ხელმოწერით ადასტურებენ „ქართულ ქარტიასთან“ შეერთებას. ადმინისტრაციაში უკვე მივიდნენ პარტიის, „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია და „მწვანეების“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე.