ჩინეთის უპილოტო კოსმოსური აპარატი „ჩანიე-6“ წარმატებით დაჯდა მთვარის ბნელ მხარეს, წინასწარ გათვლილ ზონაში - ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება. აპარატის ამოცანაა გრუნტის სინჯების შეგროვება და დედამიწაზე ჩამოტანა. 2 კილოგრამი გრუნტის შესაგროვებლად მას ორი დღე აქვს, ხოლო დაბრუნებას ელიან დაახლოებით 25 ივნისისთვის, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში.
„ჩანიე-6“ უკვე მესამე უპილოტო აპარატია, რომელიც მთვარეზე წელს დაჯდა. იანვარში - იაპონური SLIM-ი, ხოლო ერთ თვეში - ამერიკული Intuitive Machines-ი.
ჩინეთს სურს, რომ 2030 წლისთვის კოსმოსური აპარატი ეკიპაჟის თანხლებით გაუშვას. ჩინეთის მთვარის პროგრამის პარტნიორია რუსეთი. აშშ გეგმავს, რომ მთვარეზე ასტრონავტები უკვე 2026 წლისთვის გაგზავნოს.
მთვარის უკანა მხარე დედამიწიდან არასოდეს ჩანს. მისი გრუნტი შესწავლილი არ არის.
2019 წლის ივნისში, მთვარის ბნელ მხარეს დაჯდა ჩინეთის უპილოტო კოსმოსური აპარატი „ჩანიე-4“. ის იყო პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მთვარეზე დაჯდა 1976 წლის შემდეგ. ამისათვის მას ექვსი თვე დასჭირდა.