ჰაკერებმა მასშტაბური შეტევა განახორციელეს გერმანიის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიაზე, ქრისტიან-დემოკრატთა კავშირზე (CDU) - ამ ცნობას 1 ივნისს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს დეტალები არ დაუკონკრეტებია ჰაკერული შეტევის მასშტაბის შესახებ, რომელსაც იძიებს გერმანიის შიდა უსაფრთხოების სამსახური.
სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, შეტევის მახასიათებლები მიანიშნებს "უაღრესად პროფესიონალურ აქტორებზე".
CDU არის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის პარტია და პარტნიორი ქრისტიან-სოციალური კავშირისა (CSU) სამხრეთაღმოსავლეთში, ბავარიის რეგიონში. პარტია აცხადებს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო სამსახურებთან და ექსპერტებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის თქმით, შიდა უსაფრთხოების სამსახური გაფრთხილებას გაავრცელებს გერმანიის პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტიის მიმართ.
ასევე ნახეთ მედიის ცნობით, ჰაკერებმა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს