დღეს, 31 მაისს, დილით განგაში გამოაცხადეს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის ზოგიერთ რაიონში მდებარე საწარმოებში და თანამშრომლებს ევაკუაცია მოსთხოვეს. რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მიზეზი დასახელებული არ არის.
ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალების მიხედვით, ყაზანის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები მოძრაობენ. დროებით დახურეს ყაზანის და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.
ტელეგრამ-არხი Baza წერს, რომ ყაზანის ქიმიური საწარმოს, „ორგსინთეზისკენ" მიმავალი ერთ-ერთი დრონი ატნინსკის რაიონში ჩამოაგდეს.
თათრეთის რესპუბლიკაში საწარმოებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს 23 მაისსაც.
ასევე ნახეთ რუსეთში დრონებით დარტყმა იყო, სავარაუდოდ, დრონების მწარმოებელ ქარხანაზე2 აპრილს დრონებით შეტევა იყო თათრეთის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებზე. მათ შორის - ელაბუგის ქარხანაზე, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ ეს უკრაინის სპეცოპერაცია იყო.
ასევე ნახეთ დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეზე