ფეხბურთელი, ფსიქოლოგი, მოყვარული ილუსტრატორი საუკუნის წინ ახალგაზრდების დაკარგული ქისით

რამდენიმე დღის წინ ვირუსულად გავრცელდა ილუსტრაცია, სადაც გაერთიანებული იყო 1905 წელს გამოცემულ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება და თანამედროვე ილუსტრაცია ქისის შესახებ - ეს ილუსტრაცია გვაუწყებდა, რომ ნაპოვნია რწმენა, საზოგადოებრივი ალღო, გულწრფელობა და ხასიათის სიმტკიცე, რაც ქართველ ახალგაზრდებს დაკარგული ჰქონდათ.

ამ ილუსტრაციის ავტორი ეკატერინე ხარაიშვილია, 24 წლის ფეხბურთელი, მწვრთნელი, ფსიქოლოგიის მაგისტრი და „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ჰყვება პროტესტზეც და ხატვაზეც, როგორც თვითგამოხატვის ფორმაზე. ეკატერინე ძირითადად საცობებში ხატავს, მობილურ ტელეფონში და ამ ნამუშევრებს ინსტაგრამზე გაკეთებულ გვერდზე დებს, რომელსაც „იდენტობა“ ჰქვია.