კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს, მათ მიერ რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. როგორც გამოცემა Politico თავის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით წერს, დოკუმენტი რაც შეიძლება მალე, “ორშაბათს“, წარედგინება აშშ-ის კონგრესს.
პროექტი, რომელსაც POLITICO -ს გაეცნო, აფრთხილებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, ეწევა „რუსეთის ფედერაციასთან შემრიგებლურ პოლიტიკას“, რასაც "არალიბერალური შემობრუნების“ ნაწილად განიხილავს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ თბილისი ღიად დაესხა თავს შეერთებულ შტატებს, დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ სხვა ორგანიზაციებს და ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, "კავშირის გაღრმავების მცდელობით, კერძოდ, რუსეთთან და ასევე ჩინეთთან".
ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. ორგანიზაციამ გუშინ, 19 მაისს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა გამოცემა Hill-ის სტატია, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი, რომელზეც კონგრესმენი მუშაობს, ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა იდენტიფიცირებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებაზე.
გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს “პრორუსული ხელისუფლება მიდის პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ” და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დემოკრატიულ პრინციპების ერთგულებას.
Hill-ის თანახმად, კონგრესმენის კანონპროექტი საგარეო საქმეთა კომიტეტში მარტივად მოიპოვებს მხარდაჭერას.
კონკრეტული ინდივიდებისთვის სავიზო შეზღუდვებისა და სხვა სანქციების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეისწავლონ საქართველოში რუსული დაზვერვის შესაძლებლობები და ჩინური გავლენა.
ის ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში “არასათანადო პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ”, განსაკუთრებით, თუ ის რუსეთის სასარგებლოდ ხორციელდება. ამ ზომების მისაღებად ასევე საჭიროა ინფორმაციის მოძიება, ხომ არ აარიდეს თავი საქართველოს ცალკეულმა მოქალაქეებმა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც მიღებულია უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
გარდა ამისა, მოუწოდებს სანქციების დაწესებას მთავრობის სახელით მოქმედი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან გამოვლენილნი.
“უცხოეთის აგენტების” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ვილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერას. კონგრესმენის კანონპროექტი მოუწოდებს “დემოკრატიის მონიტორინგის მიზნობრივი ჯგუფის” შექმნისკენ, “დემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემოზე” დასაკვირვებლად.
ვილსონის კანონპროექტი "უცხოელი აგენტების" კანონის გაუქმების შემთხვევაში, ითვალისწინებს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ეკონომიკურ დახმარებას, მეტ შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლისთვის და სხვა.
კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, წვრთნა და აღჭურვა გასამკლავებლად აგრესიასთან რუსეთისა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%.
დათქმული სარგებელი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ დადასტურდება საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების გზაზე, რისი მტკიცებულებაც, უპირველესად, უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.
“აშშ-ის ინტერესი ქართული დემოკრატიის დაცვასა და უზრუნველყოფაში განპირობებულია ქართველ ხალხთან მეგობრობითა და მათი ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერით”, – ნათქვამია უილსონის კანონპროექტში.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე. მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეს ევროპარლამენტარებმა.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, ფაქტობრივად, უკვე დაწესებულია (მისი თანხების ნაწილი შვეიცარიულ ბანკშია გაყინული) და „ვერავინ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, შანტაჟისა და მუქარის პირობებში გადადგას ნაბიჯები სახელმწიფოს წინააღმდეგ.“
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „აგენტების კანონს“. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
სამივე მოსმენით მიღებული "აგენტების კანონი", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.