ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსმა მეცნიერთანამშრომელმა, რომელიც საქართველოს ევროპის დღეებზე ეწვია.
ბლოკმანსის შეფასებით, "თვალთმაქცობაა, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ერთი მხრივ იძახდე, რომ მუშაობ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მეორე მხრივ კი აცხადებდე, რომ დასავლეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ ეკუთვნიან „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მაშინ, შენ - „ქართული ოცნება“ რატომღა აკეთებ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე? ეს განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ააშკარავებს დიდ ტყუილს, რომელიც ყველა ამ ინიციატივის უკან დევს და ეს არის ადამიანების მცირე ჯგუფის ძალაუფლებისა და სიმდიდრის დაცვა ბევრი ადამიანისთვის ზიანის მიყენების ფასად“. სტივენ ბლოკმანსი არის ევროკავშირის საკითხების ცნობილი ანალიტიკოსი. მას არაერთი ნაშრომი აქვს მიძღვნილი ევროკავშირის გაფართოების საკითხისადმი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ევროკავშირის თავდაცვის, ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმების საკითხებზე.
კანონპროექტი, რომელიც სავსეა სირთულეებით, განზრახ ცუდად შედგენილი ელემენტებით, უკან უნდა იქნას გაწვეული. ...თქვენ წინ ეღობებით ქვეყნის პროგრესს!
რადიო თავისუფლება: ბატონო ბლოკმანს, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. ვფიქრობ, არ გვაქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ უზარმაზარი საპროტესტო აქციით, რომელიც შაბათს თბილისში გაიმართა. დაახლოებით, პლუს-მინუს ორასი ათასმა ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა. რას ეტყოდით გადაწყვეტილების მიმღებებს საქართველოში, ე.წ. „აგენტების კანონის“ მიმართ მზარდი პროტესტის, მოქალაქეების მიერ წინააღმდეგობის ასეთი მძლავრი გამოხატვის ფონზე
სტივენ ბლოკმანსი: ჩემი მარტივი გზავნილია: ნუ გადაეღობებით ხალხს! ვხედავ ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო მასობრივ მობილიზაციას, არაერთჯერადს, მათ შორის გასული წლისას. კანონპროექტი, რომელიც სავსეა სირთულეებით, განზრახ ცუდად შედგენილი ელემენტებით, უკან უნდა იქნას გაწვეული. არა მხოლოდ შიდა წეზოლა არსებობს ამ მიმართულებით, რომელიც არ უნდა იყოს უგულებელყოფილი, არამედ არის ზეწოლა სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომელიც იზრდება და მას სერიოზულად უნდა მოეკიდონ. თქვენ წინ ეღობებით ქვეყნის პროგრესს!
რადიო თავისუფლება: ახსენეთ სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არ წყვეტენ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებას. აძლევენ მას რჩევებს, აკრიტიკებენ კანონპროექტს, აფასებენ მას როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ნებასთან შეუსაბამოს. მაგრამ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პრემიერმინისტრის ჩათვლით, კვლავ იმეორებენ, რომ არასაკმარისია ამ კანონპროექტის „რუსული ყაიდისად“, ან „კრემლისგან ინსპირირებულად“, ან საქართველოს დემოკრატიისთვის დამაზიანებლად შეფასება, არამედ უფრო ზუსტი მინიშნებები გვჭირდება თითოეულ, ცალკეულ მუხლზეო, იქნებ [პარტნიორებს] არც წაუკითხავთო
ეს განცხადებები სავსეა დამაბნეველი ინფორმაციით, სავსეა ლამის პარანოიით, ანდა, სულ მცირე - თვალთმაქცობით, როცა საქმე სინამდვილისთვის სახელის დარქმევას ეხება.
და ა.შ.. თუმცა, ისიც ვიცით, რომ არის ძალიან დეტალური კრიტიკაც, მათ შორის მუხლების მიხედვითაც. ერთი საკითხია საკუთრივ კანონპროექტის შინაარსი, მეორე კი არის „ქართული ოცნების“ პარალელული რიტორიკა - ამ პარტიის დამფუძნებელ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მთელი ხელისუფლების. ეს რიტორიკა ზედმიწევნით ანტიდასავლურია, რომელსაც, როცა რეალურ დროში უსმენ, სრულიად წარმოუდგენლად აღიქმება და იოლი არ არის დაიჯერო, რომ ეს სინამდვილეა და მართლა ხდება. იმავდროულად, თითქმის ყველა გამოსვლისა თუ კომენტარის ბოლოს - იქნება ეს ივანიშვილი, კობახიძე თუ პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილი - აცხადებენ, სწორედ ჩვენ ვართ, ვინც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს. იგივე განაცხადა კობახიძემ ორიოდე დღის წინ, მედიასთან შეხვედრისას, აგრეთვე ივანიშვილმა თავის 29 აპრილის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი 2030-ში. რა ხდება? რატომ ვერ ბედავენ ისინი დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი?
სტივენ ბლოკმანსი: რასაც ყველა ამ საჯარო განცხადებებსა და გამოსვლებში ვიჭერ, არის ბუნდოვანება, რომელიც საჯარო კომუნიკაციისას განზრახ გამოიყენება: დიახ, ერთი მხრივ აცხადებენ, რომ ეს არის პროევროპული მთავრობა, რომელიც გამსჭვალულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილით, ძალიან სწრაფად - 2030 წლისთვის; რომ ის აკეთებს ყველაფერს ქვეყნისა და ხალხის სახელით, რომელიც უნდა ენდობოდეს მთავრობის კომპეტენციას და მეორე მხრივ კი, მოჩანს, რომ როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე ხალხის მიმართ იქცევა ისე, რომ
რეალურად, მან თავისი და საკუთარი პარტიის მომავალი, აგრეთვე ქვეყნის მომავალი სასწორზე დადო იმგვარ კრიზისში შეყვანით, რომლიდანაც რთულია გამოსვლა ისე, რომ ვინმემ სახე არ დაკარგოს. ამას კიდევ დიპლომატიურად აღვწერ, თორემ შეიძლება უარესიც შეიძლება მოხდეს.
ქვეყანას უკან ხევს. ეს განცხადებები სავსეა დამაბნეველი ინფორმაციით, სავსეა ლამის პარანოიით, ანდა, სულ მცირე - თვალთმაქცობით, როცა საქმე სინამდვილისთვის სახელის დარქმევას ეხება. მე, როგორც გარედან დამკვირვებელი, ვხედავ პარალელებს იმასთან, რაც ვიხილეთ 2013-ში უკრაინაში, როცა პრეზიდენტი იანუკოვიჩი უარს აცხადებდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რამაც მასობრივი გამოსვლები და მის წინააღმდეგ ამბოხი გამოიწვია, ასევე მისი კორუმპირებული და კლეპტოკრატიული რეჟიმის გამო. ბოლოს თავისი პოზიციის შესანარჩუნებლად ის იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა. მისი პოზიცია კი გამყარებული იყო რუსეთიდან, რომელსაც უკავშირდებოდა მისი ინტერესების უდიდესი ნაწილი. ჩემი აზრით, მსგავსი რამ ხდება საქართველოში, სადაც „ქართული ოცნება“, რომელიც პატრონაჟის სისტემაზეა აგებული ოლიგარქის მიერ, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში მოიპოვა, რომელსაც ნამდვილად აქვს თავისი მოსაზრებები, საით უნდა წავიდეს საქართველო, თუმცა ინსპირაციას იღებს რუსეთის გამოცდილებიდან და საკანონმდებლო ინიციატივებიდან და ა.შ.. რეალურად, მან თავისი და საკუთარი პარტიის მომავალი, აგრეთვე ქვეყნის მომავალი სასწორზე დადო იმგვარ კრიზისში შეყვანით, რომლიდანაც რთულია გამოსვლა ისე, რომ ვინმემ სახე არ დაკარგოს. ამას კიდევ დიპლომატიურად აღვწერ, თორემ შეიძლება უარესიც შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება ამ კონტექსტში „დასავლურ“ რიტორიკას: აგრეთვე თვალთმაქცობაა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ერთი მხრივ იძახდე, რომ მუშაობ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მეორე მხრივ კი აცახდებდე, რომ დასავლეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ ეკუთვნიან „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მაშინ, შენ - „ქართული ოცნება“ რატომღა აკეთებ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე? ეს განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ააშკარავებს დიდ ტყუილს, რომელიც ყველა ამ ინიციატივის უკან დევს და ეს არის ადამიანების მცირე ჯგუფის ძალაუფლებისა და სიმდიდრის დაცვა ბევრი ადამიანისთვის ზიანის მიყენების ფასად.
„ოფშორებზე კანონი“ - ოლიგარქის, მისი კომპანიონებისა და სხვების ქონების დაცვით - ერთი მხრივ აწესებს კორუფციას და წინააღმდეგობაში მოდის „მერვე ნაბიჯთან“ დეოლიგარქიზაციის შესახებ.
რადიო თავისუფლება: ვფიქრობ იმ სამიზნე აუდიტორიის ნაწილი, რომლისთვისაც არის განკუთვნილი ეს გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ არის მიმართული, „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან. ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. ასე რომ, „ოცნებას“ მათზეც აქვს გათვლა. შესაძლებელია, ამ გზით ცდილობს დროის მოგებას შემდგომი გეგმებისა და ნაბიჯებისთვის. ვინ იცის, რას უნდა ველოდეთ ხელისუფლებისგან მომავალში? ფიქრობთ, რომ ეს მათ ძალაუფლებას მაინც დაიცავს? ვინაიდან, რაც ხდება, საფრთხეს უქმნის ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს, მაგრამ რამე გარანტიებს უქმნის მათ ძალაუფლებას? მესმის, ეს შესაძლოა თქვენს ექსპერტიზას სცდებოდეს, მაგრამ ასეთი შეკითხვაც არსებობს.
სტივენ ბლოკმანსი: ვფიქრობ, არ დაიცავს. არ დაიცავს იმ ნულოვანი ჯამის თამაშის პირობებში, რაც საქართველოშია დღეს, როცა გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი და დამარცხებული ნადგურდება (როგორც „აბბა“-ს ტექსტშია). საჭიროა მრავალპარტიული სისტემის შექმნა, რომელშიც შესაძლებელია მოლაპარაკებების წარმართვა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად კომპრომისების მიღწევა, კოალიციებში თანამშრომლობით. ამას დრო სჭირდება. დრო დასჭირდება საქართველოში დღეს არსებული ბინარული პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას უფრო კოალიციურობისკენ, კონსენსუსისკენ მიდრეკილ პროცესად. ამჟამად, როცა ასეთი მაღალი ფსონებია, ცხადია, ერთი მხარე წაგებისთვის არის განწირული. თუკი კონკრეტული პარტია ესწრაფვის ევროპულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიის დაცვას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ცხადია ამ ღირებულებებმა უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავრობა არ იცავს მათ.
რადიო თავისუფლება: მოდით, ვისაუბროთ იმ ზიანზე, რომელიც ამ საკანონმდებლო ინიციატივამ [„აგენტების კანონმა“] და არა მხოლოდ მან, არამედ რამდენიმე პარალელურმა ინიციატივამ და გადაწყვეტილებამ, მაგალითად, ოფშორულ ზონებზე საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მოიტანა. როგორი და რა მასშტაბის ზიანი მიაყენა ამ საკანონმდებლო ნაბიჯებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას? ახლა არ არის ვითარება, როცა ქვეყნის მდგომარეობა შეიძლება ერთ დონეზე შენარჩუნდეს, ის არასდროს არის სტატიკური. ერთი რამ ცხადია, რომ მსგავსმა ინიციატივებმა და ე.წ. „აგენტების კანონმა“ სინამდვილეში მთლიანად გადაყლაპა იმ „9 ნაბიჯთან“ დაკავშირებული ნარატივი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირისკენ გზაზე წინსვლისთვის. კიდევ რა დააზიანა?
აშკარაა, რომ ევროკავშირისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობა არასანდო მხარედ იქცა - ამბობენ ერთს და აკეთებენ სხვა რამეს.
სტივენ ბლოკმანსი: ვფიქრობ, სულ ცოტა სამმაგი ზიანია. სიტყვა ზიანის ყველაზე პირდაპირი გაგებით, ის თვალსაჩინოა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის სახეზე, რომლებიც ცემეს. ზიანი თავს იჩენს იმ ნელი მოქმედების საწამლავში, რომელიც ჟონავს საზოგადოების ნაწილში დაშინების კამპანიის სახით, რომელიც ახლა მიმდინარეობს პოსტერებით, სატელეფონო ზარებით.
რადიო თავისუფლება: მანქანებზე წარწერებით, არა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერების, არამედ სხვა ადამიანების ცემითაც.
სტივენ ბლოკმანსი: საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკისთვის მიყენებული ზიანი აშკარაა. დაყოფა გაიზარდა. ეს უკვე არის იმის საპირისპირო, საითკენ სვლასაც [ცხრიდან] ერთ-ერთი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს - დეპოლარიზაციისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლარიზაცია იზრდება. ზიანის მეორე გამოხატულება არის ზოგიერთ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც წარმოადგინეს. ერთ-ერთი ეხება პარტიებისთვის დაწესებულ გენდერულ კვოტებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული პროცედურით გაიარა და ქალებს ჩამოართვა წარმომადგენლობითი უფლება მომავალი არჩევნებისთვის, თუკი ეს კანონი არ იქნება უკან გაწვეული. არის „მეოთხე ნაბიჯი“, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ევროპულ საბჭოზე დაამტკიცა და გადაიდგა ნაბიჯი ამის საპირისპიროდ. „მეოთხე ნაბიჯი“ ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმის არჩევნების დღემდე კარგა ხნით ადრე გატარებას, რომელიც შექმნიდა კეთილსაიმედო გარემოს მეტად წარმომადგენლობითი და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემისთვის. და მესამე: თუკი შეხედავთ ზოგიერთ სხვა კანონს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა - „უცხოეთის აგენტების კანონს“, ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში - „ოფშორებზე კანონს“, აშკარაა, რომ, მათი დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო წავა ევროკავშირის საპირისპირო მიმართულებით. „ოფშორებზე კანონი“ - ოლიგარქის, მისი კომპანიონებისა და სხვების ქონების დაცვით - ერთი მხრივ აწესებს კორუფციას და წინააღმდეგობაში მოდის „მერვე ნაბიჯთან“ დეოლიგარქიზაციის შესახებ. ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ, რომ ამ ყველაფერმა არა მხოლოდ შეაყოვნა საქართველოს პროგრესი გაწევრიანების წინა ეტაპზე, რომლის მიღწევაც საქართველოს შეეძლო - მაგალითად, რომ შევადაროთ მოლდოვას, რომელმაც ექვსი თვის წინ მიიღო გაწევრიანების
არსებითი ის არის, რომ 2030-სთვის რეფორმების განხორციელებაში მიღწეული უნდა იყოს ისეთი დონის პროგრესი, რომელიც გაწევრიანების თარიღს ხელშესახებს გახდის, რის შემდეგაც ევროკავშირში შესვლა უფრო იოლი იქნება.
მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა - არამედ საქართველოს შეეძლო მეტნაკლებად იმავე ეტაპზე ყოფილიყო, რეფორმები სათანადოდ რომ განხორციელებულიყო. ასე რომ, ის ექვსი თვე უკვე დაკარგულია, მაგრამ, თუ ეს კანონები იქნება მიღებული, მეტი დრო დასჭირდება გამოსწორებას, თუკი ასეთი საერთოდ მოხდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ევროკავშირისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობა არასანდო მხარედ იქცა - ამბობენ ერთს და აკეთებენ სხვა რამეს. ისინი მტრად სახავენ ევროკავშირს მაშინ, როცა აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში შესვლა. ეს კი, ცხადია, მთავრობას აყენებს ერთი მხრივ ევროკავშირს, რომელმაც საქართველო და მისი ხალხი მიიწვია თავის კლუბში, რაც საერთაშორისო ასპარეზზე მას გაძლიერებს და მეორე მხრივ, საქართველოს ხალხს შორის, რომელსაც სურს ქვეყნის რუსეთის გავლენებიდან გამოყვანა უფრო თანამედროვე ევროპული კონტექსტისკენ სვლით.
რადიო თავისუფლება: ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია და ნება მომეცით გკითხოთ: რა დატვირთვა აქვს სანდოობას ევროპელებისთვის?
სტივენ ბლოკმანსი: უნდა გესმოდეთ, რომ ევროკავშირი რთული კონსტრუქციაა. ის არ ჰგავს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. ის შეკავშირებულია არა მხოლოდ ევროპული ღირებულებებით, რომლებსაც სულ ვახსენებთ, არამედ დეტალურად განსაზღვრული წესებით, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ 27-მა წევრმა სახელმწიფომ ძალაუფლება და ფული იმგვარად გაიღოს და გაიზიაროს ერთმანეთში, რომ სახელმწიფოთა ინსტიტუტები და მოსახლეობა ერთმანეთს ენდობოდეს. ვერ გექნება საქონლის, კაპიტალის, ადამიანებისა და სერვისების თავისუფალი გადაადგილება, სახელმწიფოთა შორის უთანხმოებების დამოუკიდებელი სასამართლოების მიერ განსჯის გარეშე, რომლებიც ენდობიან ერთმანეთს. ასე რომ, ამგვარ - ღირებულებებისა და საზოგადოებრივი ნდობისა და სოლიდარობის სისტემაში, რომელიც არ არის სრულყოფილი და დროთა განმავლობაში ადაპტაციას განიცდის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყანამ აჩვენოს თავისი სანდოობა კლუბში გასაწევრიანებლად და აჩვენოს, რომ ის სანდოა მასთან ძალაუფლებისა და ფულის გასაზიარებლად ამ სისტემაში. საქართველოსთვის მთელი გაწევრიანების წინა პროცესი ნდობის მოპოვებაში ვარჯიშია. „ქართული ოცნების“
ევროპულ წრეებში უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა დისკუსია და ცხადია, აშშ-შიც, პოტენციურ შემზღუდავ ზომებზე, რომლებიც შესაძლოა დაამტკიცონ.
მთავრობამ ამ დროისთვის გაფლანგა ეს ნდობა. არ ვამბობ, რომ სრულად გააქრო ის: ხალხი, ხალხის ძალა - ქუჩაში ყველაზე მასობრივი დემონსტრაციებით აჩვენებს საით სურს წასვლა მოსახლეობის 80%-ზე მეტს. მაგრამ, ეს ნდობა, ადამიანებს შორის ურთიერთობისგან განსხვავებით, ძალიან ხანგრძლივად შენდება და შესაძლებელია მისი ძალიან სწრაფად დაკარგვა. ის ძალიან მყიფე რამ არის და მას მოფრთხილება სჭირდება. ეს დინამიკა არ მოიცავს მხოლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკას, არამედ ევროკავშირსა და უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტსაც. ამიტომაცაა, რომ ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების გამოსვლებში ნათქვამი, რომ ისტორიული შესაძლებლობის ეს ფანჯარა არ უნდა იყოს ხელიდან გაშვებული, სიმართლეა. ბევრი რამ დევს სასწორზე მომდევნო თვეებში და თუკი საქმე კარგად წავა, მომავალ წლებში ეს იქნება უწყვეტი პროცესი.
რადიო თავისუფლება: კიდევ ერთხელ მინდა მივუბრუნდე ივანიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ მიერ რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულ აქციაზე იმ აუდიტორიის საყურადღებოდ, რომელიც შესაძლოა უსმენს მას და პირდაპირ იღებს მის განცხადებებს. არ შევალ ძირითადი ნაწილის დეტალებში, არამედ ბოლო ნაწილს მოვიხმობ, სადაც მან განაცხადა: „გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“. რა არის არასწორი ამ განცხადებაში რეალურ შანსებთან მიმართებით?
სტივენ ბლოკმანსი: უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველომ რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხია: ის იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რასაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ საკუთარ წარმატებად მიიწერს, თუმცა ახლა სრულიად განსხვავებულ ადგილს იკავებს და ის ათ კანდიდატ ქვეყანას შორის ჩამორჩენილთა ჯგუფშია. სხვა ქვეყნები აჩვენებენ გაცილებით მეტ დინამიზმს რეფორმების განხორციელებაში და აგრეთვე მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღების ნებას - იქნება ეს პოლიტიკაში თუ ადმინისტრაციის მიერ „ქამრების შემოჭერაში“. მსგავსი რამ არ შეინიშნება საქართველოს ახლანდელ მმართველ ელიტაში. სინამდვილეში, სრულიად საპირისპირო ხდება, რაც ნიშნავს, რომ პროცესში, რომელიც ჩვეულებრივ ისედაც კარგა ხანს გრძელდება ხოლმე, ვინაიდან მოლაპარაკებები იმდენად
ოფშორებზე საკანონმდებლო ცვლილებამ, რა სახითაც ის იყო მიღებული, შესაძლოა მისცეს იურიდიული საფუძველი ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას.
დეტალურია თავისი ბუნებით, არა მხოლოდ მთლიანი ადმინისტრაციისა და პოლიტიკური კლასის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს, არამედ საზოგადოებისა და ეკონომიკისაც. ამას დრო სჭირდება. 2030 მშვენივრად ჟღერს. მას ახსენებენ პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირშიც, როგორც მკაფიო ნიშნულს რეფორმებისთვისა და გაფართოებისკენ სვლისთვის დინამიზმის მისანიჭებლად. ვფიქრობ, იგივე პირები პირად საუბარში გეტყოდნენ, რომ სინამდვილეში 2030, როგორც [გაფართოების] რეალური თარიღი, აუხდენელი ოცნებაა. არსებითი ის არის, რომ 2030-სთვის რეფორმების განხორციელებაში მიღწეული უნდა იყოს ისეთი დონის პროგრესი, რომელიც გაწევრიანების თარიღს ხელშესახებს გახდის, რის შემდეგაც ევროკავშირში შესვლა უფრო იოლი იქნება. თუმცა, გავიმეორებ, ფაქტი, რომ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება უკან დგამს ნაბიჯებს, ნიშნავს, რომ მთლიანად პროცესი დაყოვნდება.
რადიო თავისუფლება: რა მოჰყვება ყველა ამ გაფრთხილებას, რომლებსაც ბოლო ხანს თვალს ვადევნებთ, ვკითხულობთ, გვესმის საერთაშორისო პარტნიორებისგან - ევროკავშირისგან, რასაკვირველია, აშშ-ის მთავრობისგან? ვიცით, რომ უკვე დაგეგმილია და მომავალშიც დაიგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, როგორ ფიქრობთ, ყველა ამ მეგობრული, ძალიან დეტალური და ძალიან მკაფიო გაფრთხილებების შემდეგ?
სტივენ ბლოკმანსი: მაშინ, როცა ეს გაფრთხილებები არ არის შესმენილი, პოლიტიკოსები ევროკავშირში და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები დაასკვნიან, რომ მოვიდა გარკვეული წეზოლის დრო. ზეწოლა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა გზით და ის შესაძლოა მიმართული იყოს იმათ წინააღმდეგ, ვინც აფერხებს პროგრესს. ევროპულ წრეებში უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა დისკუსია და ცხადია, აშშ-შიც, პოტენციურ შემზღუდავ ზომებზე, რომლებიც შესაძლოა დაამტკიცონ.
არის კიდევ ერთი იდეა, რომელიც ევროპარლამენტის მიერ გახმიანდა და ეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისა და მთლიანად გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერებას. პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
რადიო თავისუფლება: მაგალითად?
სტივენ ბლოკმანსი: ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ან ფინანსური სანქციები, ქვეყანაში არშეშვება. ეს ზომები, როგორც წესი, მიიღება იმ ლიდერებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლების კორუფციული ქცევის შესახებაც არსებობს დადასტურებული ინფორმაცია. ოფშორებზე საკანონმდებლო ცვლილებამ, რა სახითაც ის იყო მიღებული, შესაძლოა მისცეს იურიდიული საფუძველი ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას. ეს ცვლილება შეიძლება აგრეთვე პოტენციურად აღმოჩნდეს და დადასტურდეს, რომ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის გზა და ეს იქცეს მორიგ კაუჭად ამ პირების მიმართ სანქციების დასაწესებლად. სხვა ზომებიც განიხილება და ცხადია, ბევრს წარმოუდგენია, რომ ეს შეიძლება იყოს უარის თქმა ევროკავშირის მიერ სამთავრობო უწყებების განმტკიცების პროექტების დაფინანსებაზე, ვინაიდან მათ ხელში ევროკავშირის ფული უბრალოდ აღარ არის უსაფრთხოდ - მათთვის ფულის მიცემა ფლანგვაა. შესაძლებელია აგრეთვე შეჩერდეს ამ მიმართულებით პროექტების დაფინანსება მომავალში. არის აგრეთვე მსჯელობა უვიზო მიმოსვლის თაობაზე - ის შეიძლება დროებით შეჩერდეს, რაც შესაძლოა შემდგომ ორგვარად გათამაშდეს. მინიმუმ, არგუმენტები შეიძლება იყოს ორგვარი. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მთავრობა გამოვა და იტყვის - თუკი ისინი ამას აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში თქვენ - ხალხსაც, მთელ ქვეყანას გსჯიან; დასავლეთი და ევროკავშირი არ არიან ჩვენს მხარეს, სულ ამას გეუბნებოდით და ბოლოსდაბოლოს დაგვიჯერეთო. მეორე მხრივ, ვფიქრობ, საქართველოში და განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებში ბევრი გეტყვით, რომ აუცილებელია იყოს გზავნილი -იმ ადამიანებისთვის მოკლევადიანი ტკივილის მიყენება, რომლებიც სხვა შემთხვევაში უვიზოდ იმოგზაურებდნენ, რომ იქნება დამატებითი ადმინისტრაციული ბარიერები, თუმცა ევროკავშირის კარი არ დაიკეტება. თუმცა, ეს არის ტკივილი, რომლისთვისაც მზად ვართ, რომ გაძლიერდეს ჩვენი მთავრობის მიმართ წინააღმდეგობა და ის არგუმენტი, რომ სწორედ ისინი ხერგავენ მომავალი პროგრესის გზას. არის კიდევ ერთი იდეა, რომელიც ევროპარლამენტის მიერ გახმიანდა და ეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისა და მთლიანად გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერებას. პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ის ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს ფორმატში ევროკაკვშირის 27 წევრი ქვეყნის პოზიციას, რომ ეს სტატუსი უპირატესად საქართველოს ხალხისა და მისი მისწრაფებების დამსახურებაა, ვიდრე საქართველოს მთავრობისა. ასე რომ, კანდიდატის სტატუსის შეჩერება წინააღმდეგობრივი იქნება თავისი ბუნებით და აგრეთვე წინააღმდეგობაში იქნება ევროკავშირის წარსულის გამოცდილებასთან, როცა ევროკავშირი დიპლომატიური თუ პოლიტიკური მიზეზებით, არ აჩერებდა მსგავს პროცესს მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეულ მომენტში ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობაში არაპროდუქტიული პარტნიორი იმყოფება. თუ შევხედავთ თურქეთის შემთხვევას, ის ფორმალურად კვლავაც კანდიდატი ქვეყანაა. ევროკავშირს არასდროს გაუწყვიტავს ეს კავშირები, თუმცა გაწევრიანების შესახებ ცალკეულ თავებზე დაფუძნებული მოლაპარაკებები რეალურად გაყინულია. ეს, ცხადია, არის შეყოვნება, რომელიც შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, თუკი არ ხერხდება პროგრესის მიღწევა და ხედავ, რომ ვითარება „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელში ცუდიდან უარესისკენ მიდის, შეიძლება საქართველოსაც თურქეთის მსგავსი ბედი ეწიოს.
უნდა ვთქვა, რომ დიდად იმედიანად არ ვარ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის დიდ პროგრესს ვიხილავთ, თუნდაც ამ ფესვგადგმული პოზიციის გამო, რომელშიც „ქართული ოცნების“ მთავრობა მანევრირებს.
რადიო თავისუფლება: შესაძლოა, საქართველოში მიმდინარე პროცესები უფრო დიდ სურათში უნდა დავინახოთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ინიციატივებით და წინაღობებით, რომლებსაც „ქართული ოცნება“ უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, აზიანებს კიდევ უფრო დიდ პროცესსა და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას. ვინაიდან, ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე გადაწყვეტილება დიდწილად გამოწვეული იყო რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ ამან დააჩქარა რაღაცები, რაც არ მოხდებოდა ამ დიდი ომის გარეშე. ეს იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება და ევროკავშირი თავად უნდა რეფორმირდეს და მოემზადოს ამ გაფართოებისთვის. თუკი საქართველო შეყოვნდება ან საერთოდაც აღარ იქნება ამ პროცესში, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იქნება დამაზიანებელი საკუთრივ ევროკავშირისთვის, მისი გაფართოების დიდი პროექტისთვისაც?
სტივენ ბლოკმანსი: ცხადია, მეტი წევრის ყოლის პირობებში, ანუ საქართველოსთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე. არის სხვა მნიშვნელოვანი ინტერესები, რომლებიც იქნება დათმობილი, თუკი საქართველო არ გაწევრიანდება ევროკავშირში. არ ვლაპარაკობთ მხოლოდ უდიდეს კულტურულ წვლილზე, რომელსაც საქართველო შესძენდა ევროკავშირის მრავალფეროვნებას, არამედ მის გეოსტრატეგიულ პოზიციაზეც კავკასიაში, როგორც სატრანსპორტო დერეფანზე აღმოსავლეთის ბაზრებისკენ, აგრეთვე, ცხადია, როგორც საყრდენზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ევროკავშირი ამ ინტერესების დათმობით წააგებს დროთა განმავლობაში, თუმცა ამავე დროს ევროკავშირს შეუძლია განვითარება საქართველოს გარეშეც.
რადიო თავისუფლება: ჯერ კიდევ ხედავთ თუ არა რაიმე შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, როცა ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (ჯერ ევროკომისია შეაფასებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასა და „9 ნაბიჯის“ შესრულების ხარისხს, წინ გვაქვს ასევე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები), რომ საქართველო მაინც შეძლებს ევროკავშირისკენ წინსვლას?
"ქართული ოცნება" იმყოფება საკუთარი მომავლისთვის ეგზისტენციურ ბრძოლაში და ფსონები წარმოუდგენლად მაღალია. ამ ბინარულ პოლიტიკაში მათ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ.
სტივენ ბლოკმანსი: დიახ, რა თქმა უნდა. ამის პოტენციალი არსებობს. თუმცა, ამას სჭირდება ახლანდელი მთავრობის დრამატული, 180-გრადუსიანი შემოტრიალება: „უცხოეთის აგენტების კანონის“ გაწვევა, უკვე მიღებული გენდერული კვოტის ცვლილების გაუქმება და ზოგიერთი იმ საკანონმდებლო ინიციატივის უკან წაღება, რომლებზეც ვილაპარაკეთ. ანუ, ეს ყველაფერი თეორიულად შესაძლებელია. ვფიქრობ, კარგია, რომ მიმდინარე წელსაც ევროკომისია კვლავ ორჯერ ამზადებს შეფასებას. ერთი შეფასება ვნახეთ ამ გაზაფხულზე - „9 ნაბიჯის“ შესრულების პროგრესზე, უფრო მართებულია თუ ვიტყოდი - „9 ნაბიჯის“ შესრულებაში რეგრესზე. კარგი იქნება, თუ შემდეგი შეფასება მომზადდება საქართველოში ოქტომბრის არჩევნებამდე, რომ გვქონდეს “9 ნაბიჯის“ კონტექსტში ამ მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალედ, დოკუმენტირებულად შეფასება. ერთია, რასაც დამოუკიდებლად ამზადებს ევროკომისია და თუკი მას არ დაუჯერებ, არსებობს მთელი რიგი ქვეყნების განცხადებებიც. ორიოდე დღის წინ ვიხილეთ ნორდიკული და ბალტიის რვა ქვეყნის განცხადება, რომელიც ზუსტად იმავეს ამბობს: რომ ევროპულ ღირებულებებს ძირი გამოეთხარა და რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ქვეყანა წარსულისკენ მიჰყავს, აშორებს ევროპულ პროგრესს. უნდა ვთქვა, რომ დიდად იმედიანად არ ვარ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის დიდ პროგრესს ვიხილავთ, თუნდაც ამ ფესვგადგმული პოზიციის გამო, რომელშიც „ქართული ოცნების“ მთავრობა მანევრირებს. ვფიქრობ, ის იმყოფება საკუთარი მომავლისთვის ეგზისტენციურ ბრძოლაში და ფსონები წარმოუდგენლად მაღალია. ამ ბინარულ პოლიტიკაში მათ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ.
რადიო თავისუფლება: გმადლობთ.
სტივენ ბლოკმანსი: გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის.