საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ გერმანია და საფრანგეთი ღრმად შეშფოთებული არიან საქართველოში შექმნილი სიტუაციით.
მათივე განცხადებით, ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერია. მათ აქტიურად დაუჭირეს კიდეც მხარი 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. თუმცა ახლა:
„ღრმა სინანულს გამოვთქვამთ, რომ ვიღებთ ცნობებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, რაც გულისხმობს ე.წ. 'უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ' კანონის მიღებას“.
ევროპელი ლიდერების სიტყვებით, „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული.“ განცხადებას ხელს აწერენ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი.
ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ ასევე ნახეთ გაბრიელიუს ლანდსბერგისი: გამჭვირვალეობის ცნება ამას არ გულისხმობს ასევე ნახეთ "როგორც ბელარუსი" - როგორ იცვლება "ოცნების" დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ