საქართველოში ვიზიტით მყოფი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კვლავ აცხადებს, რომ ”აგენტების კანონს” კოსმეტიკური ცვლილება ვერ უშველის, რადგან ფუნდამენტურად მცდარია.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, არის თუ არა შესაძლებელი კანონში ისეთი ცვლილებები შევიდეს და საბოლოოდ ისეთი სახე მიიღოს, რომ ყველა მხარისთვის მისაღები გახდეს?
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის ეს კანონი საჭირო - თუ გეგმავ, რომ გქონდეს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც შენს წინააღმდეგ ხმას იღებენ და არ მოგწონს რასაც ლაპარაკობენ, შეგიძლია ცვალო ისე, როგორც გინდა. თუ მთავარი მიზანი მიღწეული იქნება, მაშინ არადემოკრატიული კანონი გამოდის. პირველ პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ისეთი გამოსწორება, რაც თავიდანვე საფუძვლიანად დაზიანებულია, შეუძლებელია, როცა პრინციპია მცდარი.
ჩვენს ქვეყნებში არ გვაქვს ისეთი კანონები, რომლებიც მათ წინააღმდეგაა მიმართული, ვინც შენს წინააღმდეგ ხმას იღებს. შეუძლებელია კონსენსუსი გქონდეს, როცა ერთ მხარეს სურს დემოკრატიული საქართველო, მეორე მხარეს კი რაღაც სხვა. კომპრომისი ვერ მიიღწევა. ამიტომ ვამბობთ, რომ, თუ საქართველოს სურს დარჩეს ევროპულ გზაზე, არ შეიძლება ცალი ფეხი მოსკოვში ჰქონდეს. ეს ასე არ მუშაობს“, - აცხადებს ლანდსბერგისი.
ასევე ნახეთ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო მინისტრები უარყოფენ, რომ პაპუაშვილს დაეთანხმნენსაქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვაა პაპუაშვილს. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პარლამენტში 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებული "აგენტების კანონი".
დღეს, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“