ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს გმობს და ჯეროვან გამოძიებას ითხოვს.
“საქართველოში ვხედავთ მოსახლეობის დიდი ნაწილის ერთგულებას ევროპული მომავლისა და ევროპული გზის მიმართ. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება აირეკლავს ამ სურვილს.
რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ, არის ძალადობა, განსაკუთრებით - პოლიციისგან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა დაშინება, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ. ეს ბრუტალური ქმედებებია და ჩვენ მას მკაცრად ვგმობთ.
მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ პროტესტის [შეკრებისა და მანიფესტაციის] უფლება და ჯეროვნად გამოიძიონ ყველა გადაცდომა, დარღვევა და ძალადობის ფაქტი. ველით, რომ მათ, ვინც პასუხისმგებელია ასეთ ქმედებებზე, სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. ევროკავშირი და მისი წევრები საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, ჩვენი წევრების ნაწილმა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რას ფიქრობენ ვითარებაზე", - ამბობს სტანო და ამატებს, რომ სანქციების საკითხზე გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მიერ კონსენსუსის გზით მიიღება.
"იმ დროს, როცა ჩაითვლება, რომ სასურველ შედეგამდე სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ჯერ არ ვართ აქ. საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. ვიმედოვნებთ და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპულ გზას დაუბრუნდეს", - ამბობს ის.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები ბორელს სთხოვენ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების სანქცირებას13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.
პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით, პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
თბილისში ვიზიტით მყოფი ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ამბობს, რომ "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება.
ასევე ნახეთ საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს - მიხაელ როთი