გერმანია აცხადებს, რომ მოკავშირეები უკრაინას მიაწვდიან სამ სარაკეტო-საარტილერიო სისტემას

ბორის პისტორიუსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი

დასავლელი მოკავშირეები უკრაინას მიაწვდიან სამ მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას ანუ HIMARS-ს - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 9 მაისს.

"ისინი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მარაგიდანაა და მათ საფასურს ჩვენ გადავიხდით", - თქვა პისტორიუსმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ.

HIMARS-ი არის სარაკეტო დანადგარი, რომელსაც სატვირთო მანქანაზე ამაგრებენ და რომელსაც შეუძლია სწრაფი ციკლით გაუშვას რამდენიმე მართული რაკეტა. უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტები 80 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.

ასევე ნახეთ ოსტინი ქვეყნებს მოუწოდებს, Patriot-ის ტიპის საჰაერო სისტემები უკრაინას გადასცენ