"მცემეს. მეც ვურტყი, მარა ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ", - წერს იგი.
დაშავებული ბორის ჩელე ყურუას ფოტოებს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" ავრცელებს.
ასევე ნაცემია პარტია "ახლის" წევრი ნოდარ ჩაჩანიძე. მის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პარტიის პრესსამსახურმა. ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში ნოდარ ჩაჩანიძემ თქვა, რომ ოთხი ადამიანი დაესხა თავს. მისი სიტყვებით, წაქცეულზე სცემეს, რა დროსაც შეძლო სახეზე ხელების აფარება:
"წავიქეცი, უნდოდათ სახის დაზიანება და ხელები ავიფარე, ცოტა დამარტყეს, მაგრამ, საბედნიეროდ, არ მეტყობა სახეზე. რამდენიმე წამით გაგრძელდა... სამწუხაროა, რომ ასეთი საშინელი დავალებების შესრულება უწევთ ახალგაზრდა, სპორტული აღნაგობის ბიჭებს."
9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.
წინა დღით, 8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გია ჯაფარიძესა და აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს.