Freedom House-ი რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა

რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ (სურათზე) აღნიშნა, რომ Freedom House-ი გამოდის უკრაინის არმიისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის, რუსეთის „გაყინული“ აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის, ასევე სანქციებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყანაში „არასასურველად“ გამოაცხადა არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი, რომელსაც ვაშინგტონში აქვს შტაბ-ბინა.

რუსეთის უწყებამ, სხვათა შორის, აღნიშნა, რომ Freedom House-ი გამოდის უკრაინის არმიისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის, რუსეთის „გაყინული“ აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის, ასევე სანქციებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით.

Freedom House-ი 1941 წელს დაარსდა. ის უკვე 40 წელზე მეტია, იკვლევს პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს მთელს მსოფლიოში.

ვასილი პისკარიოვმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმაში ხელმძღვანელობს საშინაო საქმეებში ჩარევის გამოძიების კომისიას, მარტის დამდეგს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება შეისწავლის „არასასურველი“ ორგანიზაციების სიაში Freedom House-ის შეტანის საკითხს. პისკარიოვმა ადამიანის უფლებების დამცველებს ბრალი დასდო „რუსეთში არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიაში“. ამის მიზეზი გახდა Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ორგანიზაციამ რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა.

„არასასურველი ორგანიზაციების“ სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. ამჟამად მასში 160 სტრუქტურაა შეტანილი. ამ სიაში არსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.