წვიმის გამო თბილისში პრობლემები შეიქმნა

თბილისი, 2024 წლის 7 მაისი

თბილისში მოსული წვიმის გამო სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა. ინფორმაციას ავრცელებს დედაქალაქის მერია.

„განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა“, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

წვიმის გამო დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხეც და ჩამოიშალა ფერდის ნაწილი. მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.