გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი 6 მაისს ჩავიდა ირანში, სადაც ის კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართოს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.
გროსის ვიზიტის ფონია რეგიონში გაღრმავებული დაძაბულობა და გროსის უწყების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხრიდან ირანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა - რომ თეირანი სათანადოდ არ თანამშრომლობს შემოწმების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
გროსიმ შეხვედრები უნდა გამართოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან და ისლამური რესპუბლიკის ატომური პროგრამის ხელმძღვანელთან, მოჰამად ესლამისთან.
ასევე ნახეთ ირანი გამოდის პირობით, რომ ითანამშრომლებს გაეროს ატომურ უწყებასთან