რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულის მორიგი ფაქტები გამოავლინა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა(HRW).
დღეს, 2 მაისს, გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბრიდან რუსეთის არმიის ჯარისკაცებმა დახვრიტეს სულ მცირე 15 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ და კიდევ ექვსი, რომლებიც უკვე ტყვედ იყვნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ეს ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს, როგორც ომის დანაშაული.
HRW-ის ანგარიში ეფუძნება საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების, დრონებით გადაღებული ჩანაწერების და სხვა მასალების ანალიზს. აღწერილი ფაქტები მოხდა 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის თებერვალში. მათ შორის დონეცკის ოლქის სოფელ ივანოვსკოეს მახლობლად.
ასევე ნახეთ უკრაინამ დაიწყო ავდეევკაში სამხედრო ტყვეთა შესაძლო დახვრეტის გამოძიებარუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის არაერთ ფაქტს იძიებენ უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურები.
სამხედრო ტყვეების დახოცვა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და ომის მძიმე დანაშაულად ითვლება.