თბილისში, პარლამენტის წინ, 20:00 საათზე იგეგმება მმართველი პარტიის „საერთო სახალხო შეკრების“ დაწყება. მანამდე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს, მათ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი.
22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით, 29 აპრილს კონტრაქციას გამართავდა. „მე ვარ საქართველოს პატრიოტი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ჩვენ ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპული ოჯახის. ეს კანონი არის აბსოლუტურად ქართული. სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ეს კანონი რუსულია. ოდითგანვე გამჭვირვალობა იყო ევროპული ღირებულება. მე აქ ვარ, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო“, - უთხრა მსვლელობაში მონაწილე ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მედიაში ვრცელდება კადრები ღონისძიებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეების შესახებ.
ასევე ნახეთ ხელისუფლების კონტრაქცია ხალხის პროტესტის პასუხად - ყველა კონტრაქცია უახლესი წარსულიდანპარლამენტმა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. კანონპროექტს მოქალაქეები მრავალათასიანი დემონსტრაციებით აპროტესტებენ.
29 აპრილს კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.