ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე, მუხლობრივი მოსმენით განიხილავს. წინა სხდომასთან შედარებით, მსჯელობა უფრო დიდ სივრცეში, პარლამენტის კინოდარბაზში მიმდინარეობს. მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა.
განხილვა თავიდანვე მწვავე კამათით დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოფიციალურად გააფრთხილა ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი. შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, სხდომა დაატოვებინა. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმეწუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ განაახლა სხდომა. ამჯერად მან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი გააძევა დარბაზიდან.
ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 30 აპრილს. „ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ვითომ სესია არის დღეს“, - მიმართა მან ოპოზიციას.
ასევე ნახეთ პარლამენტი არც 29 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე არ დაუშვებს ონლაინმედიასიმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა „აგენტების კანონი“ 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
დღეს, 29 აპრილს, მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი კონტრაქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავესკვირას, 28 აპრილს, 19:00 საათიდან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი, მიღების შემთხვევაში, მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ასევე ნახეთ „არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“ - NGO-ების და მედიაორგანიზაციების განცხადებატერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“