დემონსტრანტებმა პარლამენტთან აღმართული ჯებირები, რომლებსაც პოლიციელები იცავდნენ, მოარღვიეს.
პარლამენტთან, ამ დროს, სავარაუდოდ, პოლიციამ სპეციალური საშუალება (აირი/სპრეი) გამოიყენა.
თავისუფლების მოედანზე სპეცდანიშნულების რაზმები არიან მობილიზებულები და ამ წუთებში იკეთებენ აღჭურვილობას.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამოსულ დემონტრანტებს, „დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი“ და არ დააზიანონ პარლამენტის წინ სასცენო ინვენტარი.
მრავალრიცხოვანმა საპროტესტო დემონსტრაციამ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლა.
აქციაში მონაწილეობს ათობით ათასი ადამიანი.
ამ წუთებში პარლამენტთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა იმატებს. თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია საპოლიციო ტექნიკა (ჭყლის ჭავლის მანქანები).
ასევე ნახეთ მოვუწოდებთ, არ დააზიანონ პარლამენტთან სცენის ინვენტარი - შსს დემონსტრაციაზე