ისრაელმა შეიძლება რაფაჰზე იერიში გადადოს, თუ მძევლების გამო შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელის საჰარო იერიშების შედეგად დანგრეული შენობები ქალაქ ხან იუნისში, ღაზის სექტორში. 243 აპრილი, 2024 წელი. ისრაელმა შეიძლება გადადოს იერიში ქალაქ რაფაჰზე, თუ მძევლების გამო შეთანხმებას მიაღწიეს

გარკვეული წინსვლა შეინიშნება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაზე.

ამის შესახებ იტყობინება ისრაელის მედია 28 აპრილს და მოჰყავს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის ნათქვამი, რომ იერიში ქალაქ რაფაჰზე, ღაზის სექტორში, გადადებული იქნება, თუ მიაღწევენ შეთანხმებას მძევლების განთავისუფლების შესახებ.

ადრე ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) განაცხადა, რომ ამ მომენტში შეისწავლის ისრაელის შემხვედრ წინადადებას.

27 აპრილს ჰამასმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს ორი მძევალი, რომლებიც ჰამასს ჰყავს დატყვევებული სხვა რამდენიმე ათეულ პირთან ერთად.

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ ძალისხმევა საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის ყურადღების ცენტრშია.

სხვათა შორის, ბლინკენი მონაწილეობას მიიღებს სპარსეთის ყურის მიმდებარე არაბული ქვენების კავშირის შეხვედრაში, რომელსაც დაესწრება ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის შეჭრის პასუხად, რასაც 1200 ადამიანის დაღუპვა და 240 ადამიანის გატაცება მოჰყვა, ისრაელმა შეტევითი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორს ალყა შემოარტყა, რის გამოც ასიათასობით ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად რეგიონი განიცდის კვების და სხვა პროდუქტების სრულ დეფიციტს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი მართავს, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 34 000 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად - ქალები და ბავშვები.

ასევე ნახეთ ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ გამოაქვეყნა ვიდეო ორი მძევლით, რომლებიც ღაზაში ჰყავთ დატყვევებული
ასევე ნახეთ გაერო ითხოვს გამოძიებას ღაზის ორ საავადმყოფოში ისრაელის ძალების შეჭრის შემდეგ აღმოჩენილი მასობრივი საფლავების საკითხზე