დევიდ კემერონი: ბრიტანეთი ღიაა ყაზახეთთან უფრო ღრმა პარტნიორობისთვის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა პრესკონფერენცია გამართა ასტანაში 24 აპრილს. 2024 წელი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ღიაა ყაზახეთთან უფრო ღრმა პარტნიორობის დასამყარებლად.

25 აპრილის ინტერვიუში კემერონმა თქვა, რომ ყაზახეთი, როცა რუსეთთან და ჩინეთთან კავშირებს და თანამშრომლობას ინარჩუნებს, ასევე აქვს არჩევანი დიდი ბრიტანეთთან უფრო ღრმა ურთიერთობის სასარგებლოდ.

“მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს მშვენიერი პარტნიორობა განათლების, ბიზნესის, ეკონომიკის, ვაჭრობის, პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროში. მე ამ ზრდას ვაკვირდები მას მერე, რაც პირველად ჩამოვედი აქ 13 წლის წინ. არსი იმაშია, რომ ჩვენ ნებაყოფლობითი პარტნიორი ვართ, ესაა არჩევანი, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ გსურთ გააკეთოთ არჩევანი ,“ - თქვა კემერონმა. კამერონმა თქვა ასევე, რომ ის წინა დღით შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ ტოყაევს და განიხილა მასთან მიმდინარე საკითხები, სხვათა შორის ყაზახეთის მთავრობის მცდელობა, დააბრუნოს ყაზახეთში უკანონოდ მიღებული აქტივები, რომლებიც უცხოეთში იმყოფება. კემერონის თანახმად, ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შემოიღო ე.წ. „დაუდგენელი სიმდიდრის ორდერი“. მისი საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს, საიდან არის ვინმეს სიმდიდრე და თუ ის მოპარულია, „ჩვენ შეგვილია მისი ჩამორთმევა და დაბრუნება“ - თქვა მან. ბრიტანეთმა ეს "ორდერი" 2017 წელს შემოიღო.

კემერონმა თქვა ასევე, რომ ბრიტანეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყაზახეთის გეგმების განხორციელებაში, ააშენოს ბირთვული ელექტროსადგურები.

24 აპრილს კემერონს შეხვედრები ჰქონდა ყაზახეთის პრეზიდენტ ტოყაევთან და საგარეო საქმეთა მინისტ, მურათ ნურთილეუსთან. ხელმოწერილ იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დოკუმენტი. ცნობით, ორივე მხარემ ისაუბრა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, თანამშრომლობაზე და უკრაინაში ომზე.

ასევე ნახეთ ყაზახეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „მასმედიის შესახებ“ კანონპროექტი
ასევე ნახეთ ყაზახური ნავთობი საქართველოს გავლით ევროპაში - ეს თითქმის გადაწყვეტილი საქმეა