აშშ-ის ვეტოს გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია გაეროში პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ.
უშიშროების საბჭოს 15 მუდმივი და დროებითი წევრიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 12-მა სახელმწიფომ. თავი შეიკავეს შვეიცარიამ და ბრიტანეთმა.
რეზოლუციის პროექტი გაეროს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინის სახელმწიფო გაეროს 194-ე წევრად. ამისთვის საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა.
გაეროს 139 წევრი ქვეყანა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
აშშ-ის პოზიციით, პალესტინის სახელმწიფოს გაეროში წევრობა შეიძლება მოჰყვეს ორი სახელმწიფოს შესახებ ისრაელთან შეთანხმებას.
ასევე ნახეთ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით