სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“.
ასევე ნახეთ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო

„ქართული ოცნება“:

  1. ზაზა ლომინაძე;
  2. დავით მათიკაშვილი;
  3. ​სამველ მანუკიანი;
  4. ლევან მაჭავარიანი;
  5. ლევან მგალობლიშვილი;
  6. მამუკა მდინარაძე;
  7. ირაკლი მეზურნიშვილი;
  8. გოგი მეშველიანი;
  9. ირაკლი მეძმარიაშვილი;
  10. სავალან მირზოევი;
  11. გივი მიქანაძე;
  12. იმედა ნიკურაძე;
  13. ანტონ ობოლაშვილი;
  14. ბექა ოდიშარია;
  15. ანრი ოხანაშვილი;
  16. შალვა პაპუაშვილი;
  17. გელა სამხარაული;
  18. ნიკოლოზ სამხარაძე;
  19. ვიქტორ სანიკიძე;
  20. დავით სონღულაშვილი;
  21. გიორგი სოსიაშვილი;
  22. ალექსანდრე ტაბატაძე;
  23. ნოდარ ტურძელაძე;
  24. ირაკლი ქადაგიშვილი;
  25. ლევან ქარუმიძე;
  26. მერაბ ქვარაია;
  27. სალომე ქურასბედიანი;
  28. ალუდა ღუდუშაური;
  29. თენგიზ შარმანაშვილი;
  30. ირაკლი შატაკიშვილი;
  31. გიორგი ჩაკვეტაძე;
  32. გოდერძი ჩანქსელიანი;
  33. ქეთევან ჩარკვიანი;
  34. ვასილ ჩიგოგიძე;
  35. გიორგი ცაგარეიშვილი;
  36. ბეჟან წაქაძე;
  37. ნინო წილოსანი;
  38. ხატია წილოსანი;
  39. გრეტა წიწავა;
  40. შოთა ხაბარელი;
  41. გიორგი ხახუბია;
  42. სალომე ჯინჯოლავა;
  43. გიორგი ბარვენაშვილი;
  44. გია ბენაშვილი;
  45. რიმა ბერაძე;
  46. მაია ბითაძე;
  47. ანზორ ბოლქვაძე;
  48. ელისო ბოლქვაძე;
  49. მაკა ბოჭორიშვილი;
  50. ელგუჯა გოცირიძე;
  51. ბექა დავითულიანი;
  52. ალექსანდრე დალაქიშვილი;
  53. ზაურ დარგალი;
  54. ისკო დასენი;
  55. ზაალ დუგლაძე;
  56. გოჩა ენუქიძე;
  57. გია ვოლსკი;
  58. ირმა ზავრადაშვილი;
  59. ირაკლი ზარქუა;
  60. არჩილ თალაკვაძე;
  61. ედიშერ თოლორაია;
  62. რატი იონათამიშვილი;
  63. ლადო კახაძე;
  64. გიორგი კახიანი;
  65. კახა კახიშვილი;
  66. პაატა კვიჟინაძე;
  67. ბაია კვიციანი;
  68. ირაკლი კირცხალია;
  69. სუმბატ კიურეღიანი;
  70. ლევან კობიაშვილი;
  71. რესან კონცელიძე;
  72. მარიამ ლაშხი;
  73. დიმიტრი სამხარაძე.

„ხალხის ძალა“:

  1. დავით კაჭარავა;
  2. გურამ მაჭარაშვილი;
  3. სოზარ სუბარი;
  4. ეკა სეფაშვილი;
  5. ვიქტორ ჯაფარიძე;
  6. ირაკლი (დაჩი) ბერაია;
  7. ზაალ მიქელაძე;
  8. დიმიტრი ხუნდაძე;
  9. მიხეილ ყაველაშვილი;

„ევროპელი სოციალისტები“:

  1. ავთანდილ ენუქიძე.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“

კანონპროექტის განხილვას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზი დაატოვებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას და „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

  • კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილეს მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
  • მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
  • მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.

საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.