თეატრის რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი ბოლო წლების ყველა მნიშვნელოვანი პროტესტის მონაწილეა. ის აქტიურად აპროტესტებდა „აგენტების კანონს“ 2023 წელსაც და აქციებზე დგას პარლამენტთან წელსაც - რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მიხეილ ჩარკვიანი საუბრობს თეატრის პროტესტზე, რომელიც წინ უსწრებდა ქუჩაში გამოსვლებს სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ, მოქალაქეების ძალაზე და გამარჯვების რწმენაზე, რომლის შერყევასაც ცდილობს ხელისუფლება.