ლაზარე გრიგორიადისის დედა: დღეს ამაყი ვარ, რომ ლაზარე იქ იყო, იმ დღეებში

8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში დამთავრდა 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა, რომელსაც გამოძიება პოლიციის მანქანის დაწვას და სპეცრაზმის წევრებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მოსამართლე ზვიად შარაძე განაჩენის გამოცხადების თარიღს მოგვიანებით შეატყობინებს მხარეებს - სასამართლოს დასრულების შემდეგ ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან ყვება იმ წელზე, რომელიც მან ბრალდებულის დედის სტატუსით გაატარა, ლაზარეს დიდ და პატარა პროტესტზე და ეხება “აგენტების კანონსაც”, რომელიც ხელისუფლებამ ხალხმრავალი აქციებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ დააბრუნა პარლამენტში განსახილველად.