ბუდაპეშტის ქუჩებში 6 აპრილს ათი ათასობით მოქალაქე გავიდა, უკვე მესამედ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში, რათა მონაწილეობა მიეღო აქციაში, რომელიც გამოაცხადა პეტერ მადიარმა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე ნაციონალისტური მთავრობის მეტოქემ.
43 წლის მადიარმა - რომელიც ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო საჯაროდ - აქცია გამოიყენა ახალი პოლიტიკური ერთობის გამოსაცხადებლად, რომლის მიზანი იქნება ორბანის ადმინისტრაციით და ფრაგმენტიზებული ოპოზიციით იმედგაცრუებული კონსერვატორების და ლიბერალების გაერთიანება.
"ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურით აგურზე, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და ვაშენებთ ახალ ქვეყანას, სუვერენულ, მოდერნულ, ევროპულ უნგრეთს" - თქვა მადიარმა, რომელიც გამოდის ქვეყანაში მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გატარების მოწოდებებით.
წინა, მსგავსი დემონისტრაციები ბუდაპეშტში გაიმართა 15 და 27 მარტს, ასევე ათი ათასობით მოქალაქის მონაწილეობით.
ასევე ნახეთ ბუდაპეშტში გამართულ მიტინგზე იულია ნავალნაიას მიმართვა უჩვენეს. მან ორბანს „პუტინის თანამზრახველი“ უწოდა