აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობებიდან „ჯიუტი“, „ტალღა“ და „კარი“ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ პლაკატებიც მიიტანეს წარწერებით: „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“, „თავისუფლება ლაზარეს“, „ორი წელი ჯიუტად ევროპისკენ“.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქტივისტმა ნატა ფერაძემ. მისი თქმით, დღეს პარლამენტთან მისვლის მიზანი ტექნიკური დეტალების შეთანხმებაა - შეიქმნება ჯგუფი, სახელად "ტალღა", რომელშიც მოქალაქეები აქციებისთვის მოემზადებიან და გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად მიიღებენ, უმრავლესობით.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონი“ და ლგბტ უფლებების შეზღუდვა - რა დრო დასჭირდება „ოცნებას“ საქმის ბოლომდე მისაყვანად ასევე ნახეთ ხუთი პირობა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია