ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში ჩამოვარდა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი მი-24.
ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, განუცხადა ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს" აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების სარდალმა ადგურ გუმბამ.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. ადგილზე მივიდა დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია.
ასევე ნახეთ რუსეთი ბიჭვინთაში კიდევ უფრო მეტს ითხოვს, საკითხავია ვისთვის?