საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გენდერული კვოტირების გაუქმებით „ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს“. მისი თქმით, აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რათა დღის წესრიგში იდგეს მათი საჭიროებები.
„გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, - წერია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა გენდერული კვოტირება და ამ მექანიზმის დახვეწაა.
1 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა პარტია „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ მდინარაძე: ქალების უფლებები ისეთ დონეზეა, რომ პარლამენტში ადგილი დამსახურებით ექნებათბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა კოლეგებს აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, როგორც დავითულიანის განცხადებიდან ჩანს, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის" მისაღებ კანდიდატს.
ასევე ნახეთ „გირჩი" და „ოცნება“ პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებაზე შეთანხმდნენსაპარლამენტო უმრავლესობამ ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
კანონპროექტს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე 3 აპრილს განიხილავენ.