კიევის სამხედრო ადმინისტრაცია: რუსეთმა წელს ქალაქს ესროლა ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“

რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. კიევი, 25 მარტი, 2024.

2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთმა კიევს 180 გამანადგურებელი საშუალება ესროლა, აქედან 139 რაკეტა. მათ შორის იყო ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“. ამის შესახებ ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს 1 აპრილის განცხადებაში.

„მტერი სისტემატურად გვიტევს დრონებითა და სხვადასხვა ტიპისა და მოდიფიკაციის რაკეტებით“, - თქვა მან.

პოპკოს სიტყვებით, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება სჭირდება.

„არავის არასოდეს არ გაუძლია ამდენი და ასეთი სიმძლავრის სარაკეტო დარტყმებისთვის. დემოკრატიულმა მსოფლიომ უნდა ჩაკეტოს ცა უკრაინის ქალაქების თავზე. მეტი საჰაერო თავდაცვა ნიშნავს მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს“, - განაცხადა პოპკომ.

ასევე ნახეთ „სამხედრო მრეწველობა რეჟიმის დამპალი აპენდიქსია“ - რუსეთის სამეცნიერო ცენტრ „ისკრის“ ყოფილი ინჟინერი

მარტში კიევის წინააღმდეგ რუსეთის რამდენიმე სარაკეტო იერიში განხორციელდა. 25 მარტს რუსეთის ჯარებმა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან მიიტანეს იერიში ორი ბალისტიკური რაკეტით. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინება, ისინი ჩამოაგდეს. Defense Express-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ საქმე ეხებოდა „ცირკონის“ ტიპის ჰიპერბგერით რაკეტებს.