იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

თბილისის იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლებში რამდენიმე სერვისის მიწოდება შეფერხებულია. გამოქვეყნებულ განცხადებაში ამის მიზეზად დასახელებულია ტექნიკური ხარვეზი.

„დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია [... ნაწილი] სერვისების გაცემა... ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“, - წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

ამჟამად შეფერხებულია შემდეგი უწყებების სერვისები:

  • საჯარო რეესტრი;
  • ეროვნული არქივი;
  • აღსრულების ბიურო;
  • ნოტარიუსთა პალატა.

შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ იუსტიციის სახლები 23:00 საათამდე გაზრდიან სამუშაო დროის ხანგრძლივობას.