თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 32-ე საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი სრულად აღდგენილია. დღეს, 26 მარტს, დაახლოებით 11:00 საათისთვის, ერთ-ერთ საკლასო ოთახში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს.
რამდენიმე გაკვეთილი გაცდა მხოლოდ ერთ, მე-11 კლასში. სკოლის დირექტორმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რის შემდეგაც სკოლაში მივიდნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფებიც.
მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტის გამოძიება დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებების გაუფრთხილებლად მიყენების კვალიფიკაციით, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით. როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამომძიებლებმა უკვე გამოჰკითხეს 32-ე საჯარო სკოლის დირექტორიც.